სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა. მკვლელობის იარაღი დანაა, 47 წლის ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მიიმალა. ის პოლიციამ რამდენიმე საათში სახლთან ახლოს მიტოვებულ შენობაში დააკავა.
მოკლული სახლში დღეს გამთენიისას სამსახურიდან დაბრუნებულმა ქმრის ძმამ იპოვა.