ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.
33 წლის გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.
მის უკანონო პატიმრობაში დატოვებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.
თეა ახვლედიანის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი დესტრუქციულ პოლიტიკას და ქმედებებს განაგრძობს.
მისივე თქმით, უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით სახელმწიფო ყველა ბერკეტს იყენებს და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.