04 სექტემბერი 2026,   23:28
ვრცლად
ახალციხეში აფეთქების დროს დაშავებულები კორპუსის სარდაფში იმყოფებოდნენ

რა გახდა ახალციხეში, გაუქმებული რესტორნის სარდაფში, აფეთქების მიზეზი - გამოძიება დაწყებულია, ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია, კორპუსში მცხოვრები ოჯახი კი სასტუმროშია გადაყვანილი.

აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე დაკეტილ რესტორანში მოხდა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. დაშავებულები აფეთქების დროს კორპუსის სარდაფში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების თქმით, გაზის კომპანიიდან მისულმა თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში უთხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობდა. 

დღის ამბები