დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი შტამი რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 3 საეჭვო ნიმუშის კვლევა უკვე მიმდინარეობს საქართველომდეც დადასტურდეს.
ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ COVID-19-ის ახალი შტამის ვირუსი შედარებით სწრაფად ვრცელდება.
"ჩვენთან ამჟამად სამ ნიმუშზე მიმდინარეობს კვლევა. ამავე დროს კიდევ მოწმდება რამდენიმე ნიმუში, სადაც პატარა ალბათობაა, მაგრამ შეიძლება იყოს. იმ მუტაციაზეა საუბარი, რაც დიდ ბრიტანეთში გავრცელდა ახლა, რომელიც თუ არ ვცდები, ევროპის ათამდე ქვეყანაში იქნა იდენტიფიცირებული და არაფერი არ გაგვიკვირდება თუ ჩვენთანაც იქნეს იდენტიფიცირებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოსახლეობისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს ამ ეტაპზე.
შეიძლება კიდეც, რომ უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, ერთადერთი არის, რომ თითქოს უფრო მეტად სწრაფი გავრცელების უნარი აქვს," - ამბობს ამირან გამყრელიძე.