04 სექტემბერი 2026,   23:46
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 284, გარდაიცვალა 3 პაციენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

"სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალების შემთხვევა, ასაკი გახლავთ 75 წლის 2 და 88 წლის 1. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარაში 30 691-ს შეადგენს. დადასტურდა ახალი 68 შემთხვევა. კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 30 ინფიცირებული," - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

დღის ამბები