19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"შემახე ამნისტია" - პარლამენტთან პატიმრების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად აქციას მართავს, მოწოდებით - "შემახე ამნისტია" .

კობაიძის განმარტებით, პატიმრების ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტმა მეტად ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხოს.

მოშიმშილე დედები ალექსანდრე კობაიძესთან ერთად, საკონმდებლო ორგანოში შესვლას და განცხადების პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადების დაწერას აპირებენ.

დღის ამბები