03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებს კიდევ ერთი საგანი ემატება

2015 წლიდან აბიტურიენტებს შესაძლოა გამოცდის ჩაბარება ახალ საგანში - სამოქალაქო განათლებაში მოუხდეთ. შევა თუ არა საგანი არჩევითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალში, ამ გადაწყვეტილებას უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები მიიღებენ. 

საგნის მნიშვნელობაზე "კურიერს" გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ესაუბრა. სწორედ ამ ცენტრის ინიციატივაა სამოქალაქო განათლების საგამოცდო საგნებში შეტანა. 

„ეს გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა. თუმცა გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არ არის მიღებული. პირველ რიგში, გადაწყვეტილება უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოს, თუ ის თვლის, რომ სავალდებულოდ გამოაცხადოს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვისათვის,“ - განაცხადა "კურიერში" მაია მიმინოშვილმა.

გადაწყვეტილების მიღებაში განათლების სამინისტროც ჩართულია. სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგანი უკვე არის სკოლების მე-9 და მე-10 კლასებში, ხოლო მომდევნო საფეხურებზე ის უკვე არჩევითია.

რაც შეეხება უფრო დაბალ საფეხურებს, მაია მიმინოშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ საგნის სწავლება უფრო ინტენსიური გახდეს. თუმცა ამ ეტაპზე სამოქალაქო განათლება ინტეგრირებულია სხვა საგნებთან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები