ვერეს ხეობა მძიმე მდგომარეობაშია. ამჯერად წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, რომელსაც საფრთხე ემუქრება შესაძლოა, ადიდებულმა მდინარე ვერემ მიწა გამოაცალოს. წყალმა წაიღო ვაკესთან დამაკავშირებელი ხიდიც. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ადგილზე შეკრებილები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის ხელისუფლება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთან არავინ მოსულა და ტერიტორიიდან გაყვანაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.