19 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
პანდემიის გამო თბილისში დაგეგმილი მთავარი საახალწლო კონცერტის ყურება, რომელიც ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება, მხოლოდ ტელეეთერით იქნება შესაძლებელი

საახალწლო ღონისძიებები მსოფლიო პანდემიის გამო, თბილისში განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. მთავარი კონცერტი ცერემონიების სასახლეში, ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად, ძველი თაობის მომღერლებიც შეასრულებენ. კორონავირუსის საფრთხის და დაწესებული შეზღუდვების გამო წელს პირველად მოქალაქეებს კონცერტზე დასწრების საშუალება არ აქვთ.

საახალწლო დღეებში ჯამში 10-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც სატელვიზიო და სტრიმის ფორმატით იქნება წარმოდგენილი.

"რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მათ ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობას იხილოს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა კულტურის სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული ამ საახალწლო ღონისძიებაში," – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები