17 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო, ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს სამსახურში - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო და მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ერთად უნდა ჩადგეს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში. როგორც გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას აღნიშნა, "ამას გვავალებს ჩვენი ხალხი".

"წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს  -  არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა  ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე.

დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი.

ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები