უკვე 2 საათია ქვეყნის მასშტაბით საახალწლოდ გახსნილი ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრი და მაღაზია დაიკეტა. მომხმარებლებს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში პროდუქციის შეძენა, ისევ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულაციებს მკაცრად იცავდნენ, ასევე მკაცრად კონტროლდებოდა მომხმარებელთა ნაკადი და იმედოვნებენ, რომ საქმიანობის განახლებას 16 იანვრიდან ისევ შეძლებენ.
2020 წლის 26 ნოემბერს, როდესაც მთავრობამ ახალი შეზღუდვების შესახებ განკარგულება გამოსცა სწორედ მაშინ დასახელდა, რომ 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში, თუმცა არა შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტები და ღია და დახურული ბაზრობები მუშაობის აღდგენას შეძლებდნენ. დაანონსებულია, რომ სწორედ ამავე პერიოდში უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც, თუმცა ისიც მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას.
შეზღუდვები არ ეხება და კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასურსათო ობიექტები.