აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე.
ვოლკერის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ორივე მხარემ უნდა შეძლოს შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში შედის.
"საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას.
როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს,"-განაცხადა კურტ ვოლკერმა.