სააგენტო "როიტერსი" წლის საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოხელოვანების ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე გადაღებულ წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
ტრადიციულად, სააგენტოს სურათების შინაარსი მრავალფეროვანია და პოლიტიკურ, კულტურულ თუ სპორტულ მოვლენებს ასახავს, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის ფოტოებს შორის ყველაზე დიდი ადგილი პანდემიამ დაიკავა. უხილავ მტერთან შერკინებული სამყარო, ინფიცირებულები და ექიმები "როიტერსის" ფოტობიექტივში მოხვდნენ.