ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის facebook გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ააიპ-ში ამბობენ, ბაღის დროებითი დაკეტვის მიზეზი ძლიერი ქარია, შესაბამისად, 4 და 5 იანვარს, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზიტორები ბაღში არ დაიშვებიან.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლების მიღებას 6 იანვრიდან განაახლებს.