რიგგარეშე სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარეს.
ირმა ინაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას 80-მა, გიორგი ლომიას - 79-მა, გოჩა თევდორაძის კი -78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.