"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურ-პროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა.
"საქსტატმა" გამოაქვეყნა დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი), ასევე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.