17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით მიიღებს

დღეს პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით მიიღებს.

რიგგარეშე სესიამდე კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართა. მომზადებული პროექტით, შეღავათები გავრცელდება ისეთ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

დაჩქარებული წესით განხილულ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოებაც და ხელისუფლება გაითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპებს.

დღის ამბები