03 მაისი 2024,   21:40
ვრცლად
86 მილიონზე მეტი ინფიცირებული და მილიონ 900 ათასამდე გარდაცვლილი - ​კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

86 მილიონზე მეტი ინფიცირებული და მილიონ 900 ათასამდე გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა. ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო, სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ.

საფრანგეთში, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, კომენდანტის საათი 18 საათიდან 6 საათამდე მოქმედებს.

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 14 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში საღამოს საათებში კომენდანტის საათია დაწესებული, უქმეებზე კი მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.

შეზღუდვები მოქმედებს საბერძნეთში, სადაც ეკლესიის სინოდი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრები გახსნას. ნიუ იორკი კი, უკვე მეოთხე შტატი გახდა, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა. კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია დადასტურებული.    

დღის ამბები