19 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
იმის თქმა, რომ კორონავირუსი მუტაციის შემდეგ ბავშვებისთვის მეტად აგრესიული გახდა, სწორი არ არის - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებისთვის მეტად საზიანო იქნება, მეცნიერებს არ აქვთ. 

"მონაცემები, რომლებიც დღეისათვის არსებობს, არ მიუთითებს, რომ კორონავირუსის ეს მუტაცია გახდა უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში ბავშვებისთვის. ის, რომ კორონავირუსმა მუტაციის შემდეგ ხასიათი შეიცვალა და გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან უფრო მეტად მძიმე დაავადების გამომწვევი, არ არის სწორი.

ვირუსის უფრო მეტად გადამდებლობა თუ მისი მიმდინარეობა ისეთივე იქნება, როგორიც ეს კლასიკური კორონავირუსის შემთხვევაში იყო. ეს გამოიწვევს უფრო მეტი საწოლების რაოდენობას, შესაბამისად, უფრო მეტი მძიმე და ლეტალური შემთხვევების რისკსაც,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები