19 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ოკუპირებული გალის რაიონის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ოკუპირებულ გალის რაიონში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტებში საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლების: ზემო ბარღების, სიდას და რეფის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ მოხერხდა.

ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი გრძელდება. ხანძრის გავრცელების ფართობი და ზუსტი მასშტაბი უცნობია. 

დღის ამბები