პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს გამოეყო, აცხადებს, რომ მათთვის რიგგარეშე არჩევნები მთავარი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და მასზე შეთანხმება.
"ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნები არასდროს არ იყო მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ამ მოთხოვნას შევუერთდით, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამაში პარტნიორები გვიჭერდნენ მხარს, რომ შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა. თუ ჩვენ მივიღებთ მოლაპარაკების შედეგად ასეთ ცვლილებებს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შევიდეთ პარლამენტში და ერთად ვიმუშაოთ. მაგრამ თუ ეს მოხდება და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა და მოწოდებებისა, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენც არ შევალთ იქ, იმიტომ, რომ აზრი არ ექნება,“ - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.