შემოქმედის ეპარქიაში საშობაო ლიტურგია ჩვეულებისამებრ ჩატარდება. როგორც ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ერმოლაოსმა "კურიერთან" განაცხადა, გათვალისწინებული და დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. მრევლს შორის შენარჩუნებული იქნება დისტანცია და სავალდებულო იქნება ლიტურგიაზე პირბადით მოსვლა.
რაც შეეხება ტრადიციულ საშობაო ალილოს, დეკანოზ ერმოლაოსის განცხადებით, ხვალ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა, მასში სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას, სურვილის შემთხვევაში კი მოსახლეობაც შეუერთდება.