19 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
რემდესივირით მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო - თამარ გაბუნია

როგორ მიმდინარეობს პრეპარატ "რემდესივირით" მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის კოვიდპაციენტებში - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატით მკურნალობა გრძელდება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუმცა, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მედიკამენტის გამოყენებას ჯანდაცვის სპეციალისტები ფრთხილად ეკიდებიან. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც პრეპარატის გამოყენების დროს უნდა დაკმაყოფილდეს. 

"რემდესივირით მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ანუ, ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები რემდესივირის დანიშნავს. ფრთხილად, აქ ვგულისხმობ იმას, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და აუცილებლად, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება რემდესივირის გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ რემდესივირის მოხმარება, 29 პაციენტის შემთხვევაში, ყველას მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს რემდესივირის ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, ჩვენ არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ რემდესივირის გამოყენება გრძელდება," - აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები