19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო, პირბადის გაკეთება ერთნაირად არის ყველა ადამიანისთვის სავალდებულო - პაატა იმნაძე

შობის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით იხსნება. საკოორდინაციო საბჭოს წევრები კი მოსახლეობას არსებული რეკომენდაციებისა და წესების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ პირბადის გაკეთება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად სავალდებულოა. 

"იცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. ასე რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდეს ყველა საეკლესიო ღონისძიება. ეკლესიაშიც არის თავისი სამედიცინო სამსახური. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ ზოგად რეკომენდაციებს, შემდეგ თვითონ არეგულირებს ამას. პირბადის გაკეთება ერთნაირად არის ყველა ადამიანისთვის, გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო იყოს," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია რეგულაციებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

"დღეს დიდი დღესასწაულია, ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან. ეკლესიასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობდა და იცით რომ ბევრი დღესასწაული იყო უკვე ამ პერიოდის განმავლობაში და წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ეკლესიებშიც ხდებოდა. 

ამდენად, ეს წესები იქნება ძალაში საეკლესიო მსახურების პროცესშიც,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები