19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ჰყავს. დღეს ვირუსით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 21 წლის გოგოა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მოულოდნელად დამძიმდა მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებაც ვერ მოხერხდა.

"21 წლის გოგო კლინიკაში შემოვიყვანეთ გასული წლის 12 დეკემბერს. მას შემოყვანისას ჰქონდა ფილტვის ძალიან მძიმე დაზიანება, დაზიანების ინდექსი შეფასდა 18-20-ით, მაქსიმუმი კი 24-ია. პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და გართულებული სუნთქვა. ამის გამო კი რამდენიმე დღეში საჭირო გახდა მისი მართვითი სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.

ჩვენს მედიკოსებს ყოველდღე ჰქონდათ კონსულტაციები როგორც თბილისის წამყვან სპეციალისტებთან, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მედიკოსებთან. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა," - აცხადებს "ბაუს" საერთაშორისო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ცირა აბულაძე.

 

 

დღის ამბები