6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთობლივად აღნიშნავს, რაც უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა.
დღესასწაულს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. დილით ტაძრებში წირვა აღევლინა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება.
ეკლესია ასევე ნაკურთხ წყალს ყველა მორწმუნეს შინ წასაღებად უზიარებს.