19 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
მსოფლიო მასობრივი ვაქცინაციის მოლოდინში - კორონავირუსის სტატისტიკამ 87 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 87 მილიონს მიაღწია, პანდემიის შეჩერების ერთადერთ საშუალებად მასობრივი ვაქცინაციაა მიჩნეული.

მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 2 კვირის დაგვიანებით, დაიწყო მოსახლეობის იმუნიზაციის პროგრამა ნიდერლანდებმა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეყოვნება "ფაიზერისა და ბიოტექის" ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებულმა კვლევებმა გამოიწვია.

"ბიოტექისა და ფაიზერის" მიერ შემუშავებული პრეპარატის შემდეგ ევროპის წამლის სააგენტომ "მოდერნას" წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზეც რეკომენდაცია გასცა.

დღეს ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.

დღის ამბები