კორონავირუსმა ციხეშიც შეაღწია. COVID-19-ის დიაგნოზით, ქსნის დაწესებულების პატიმარი გარდაიცვალა. მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში საპატიმროდან გადაყვანიდან მე-7 დღეს დამძიმდა.
პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მასობრივი ტესტირება დაიწყო, უკვე მოსულია პასუხებიც. კორონავირუსი ერთდროულად 23 პატიმარ ქალს დაუდასტურდა.