საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც გიორგი გახარია საშობაო მილოცვაში აღნიშნავს მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება და ის საქართველოს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევას, უკეთესი ხვალინდელ დღეს, წინსვლას და გამთლიანებას უსურვებს:
"გილოცავთ ქრისტეშობას!
მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება.
სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას," - აღნიშნავს გიორგი გახარია.