17 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
დავით ზალკალიანი ვაქცინასთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის

როდიდან ექნება საქართველოს კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა - ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.

დიპლომატები ევროკავშირს მოუწოდებენ, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც გააგზავნეს წერილი ევროკომისიაში იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს და - მათ შორის, საქართველოს, გაეწიოს მყისიერი დახმარება ვაქცინის საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს ვაქცინა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები