19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ხანძარი გაგრაში - ცეცხლი მაგისტრალის გასწვრივ 4 კილომეტრზეა გავრცელებული

გაგრაში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, გაგრის ტყეში ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა და ​ფსოუ-ენგურის ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა. ცეცხლი მაგისტრალის გასწვრივ ოთხ კილომეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

"კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ამას დე-ფაქტო უწყებები ავრცელებენ.

დღის ამბები