17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
თელავში სამოქალაქო აქტივისტს შალვა ნათელაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა

თელავში, სამოქალაქო აქტივისტს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა. შალვა ნათელაშვილი თეატრის წინ კარავში აქციის მონაწილეებს შეხვდა და შობის დღესასწაული მიულოცა.

ოპოზიციონერმა ასევე ხელისუფლებას მოუწოდა, იზრუნონ კარავში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და დროულად გამოიძიონ მათ გარშემო მომხდარი ინციდენტები. 

"გაშლილია საპროტესტო კარავი არჩევნების გაყალბების, უზურპატორი ოლიგარქიის შეცვლის და დემოკრატიის მოთხოვნით, სადაც ნამდვილი მამულიშვილები, ვაჟკაცები აძლევენ მაგალითს მთელ საქართველოს იმისას, როგორ უნდა დაიცვან ქვეყნის ინტერესები.

ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც მთელი საქართველო შეიკრიბება ერთ დიდ საპროტესტო კარავში,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები