19 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ქვეყნის მასშტაბით 5265 კვლევა ჩატარდა - საოპერაციო შტაბი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა COVID-19-თან დაკავშირებით  უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  5265   კვლევა ტესტით, მათ შორის 1945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3320 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  236028-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  224189-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2728 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9085, საიდანაც, 3867  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -1 900, აჭარაში-364, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-181, აჭარაში-42, ხოლო იმერეთში-64.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -21323  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22750 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13576 პირი, აჭარაში-1981, იმერეთში-2244,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები