19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მინდვრისა და ტყის ხანძარი ქვეყნის მასშტაბით 6 ლოკაციაზე ფიქსირდება - გასული ღამის განმავლობაში 2 ახალი კერა გაჩნდა

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ორი ახალი კერა გაჩნდა - ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში. მათივე ინფორმაციით, მინდვრისა და ტყის ხანძრების ქრობაში  500 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

დღის ამბები