ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოსტს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" აქვეყნებს.
მისივე თქმით, ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი.
ეს განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორიაზე ისაუბრა.