17 ნოემბერი 2024,   12:14
ვრცლად
მსგავსი ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი - ანრი ოხანაშვილი შალვა ნათელაშვილზე

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, შალვა ნათელაშვილის მიმართვა უნდა გახდეს საზოგადოებაში იმის გადაფასების საფუძველი, უნდა არსებობდნენ თუ არა მსგავსი პოლიტიკური სუბიექტები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. 

მისივე აზრით, მსგავსი ანტიდასავლური განწყობის პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

"სერიოზული შეფასება ამ ადამიანის გამონათქვამებს ვერ მიეცემა, თუმცა, ესეც უნდა გახდეს საზოგადოებაში შეფასების საფუძველი, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური სუბიექტები, რამდენად შეიძლება იწოდონ პოლიტიკოსებად. ეს უნდა გახდეს გადაფასების საფუძველი, რომ მსგავსი ტიპის ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი პირები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რადგან ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი არჩევნების დანიშვნამდე, ქვეყნიდან ელჩების გაწვევა მოითხოვა. 

დღის ამბები