"მოძრაობა ჰუმანურობისთვის" აქციებს აგრძელებს. მიზანი პატიმრებისთვის მსჯავრის შემსუბუქებაა. დღეს საპროტესტო მსვლელობა თბილისში გაიმართა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შესაბამისი ცვლილებებით დამტკიცდეს კანონი, ამნისტიის შესახებ. ამ საკითხს პარლამენტი ორშაბათიდან დაუბრუნდება. კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია.