შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებას - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ევროპარლამენტს, ნატოს, ეუთოსა და ევროკავშირს სთხოვს რეაგირებას, მისივე შეფასებით, გაყალბებულ არჩევნებზე.
ნათელაშვილი ითხოვს, რომ პარტნიორებმა აიძულონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ გადაწყვეტილებამდე ელჩების გაწვევითა და სანქციებით მიიყვანონ.
"ლეიბორისტების" ლიდერის ამ განცხადებას მალევე გაემიჯნენ ის პარტიები, რომლებიც ნათელაშვილთან ერთად მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან სხედან.