17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა - დემოკრატები, სავარაუდოდ, მისი იმპიჩმენტის საკითხს დაძრავენ

ნიუ იორკის კონგრესის დელეგაციის წევრებმა შაბათს მოითხოვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება. მერიის კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ ტრამპი წარმოადგენს აშკარა და არსებულ საფრთხეს ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. ნიუ იორკის მერიაში აცხადებენ, რომ მათ შეადგინეს პრეზიდენტ ტრამპის სწრაფი იმპიჩმენტის გეგმა.

"პრეზიდენტი ტრამპი წლების განმავლობაში მოქმედებს უპასუხისმგებლოდ. რაც ხდება არის ლოგიკური კულმინაცია, მან ძირი გამოუთხარა ამერიკულ დემოკრატიას და ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, არ ვაპირებთ ეს დავუშვათ," - განაცხადა ნიუ იორკის მერიის კონგრესმენმა ჰაკემ ჯეფრისმა. 

ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში მდებარე კაპიტოლიუმზე განხორციელებული იერიშის შემდეგ საპროტესტო აქცია მინესოტაში, ადგილობრივ კაპიტოლიუმთან მოაწყვეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის გაძლიერებული კორდონი მოეწყო რათა ვაშინგტონის მოვლენების სცენარის განმეორება არ დაეშვათ. 45-ე პრეზიდენტის მხარდამჭერები 2020-წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

"შევაჩეროთ ჩვენი ხმების მოპარვა, ჩვენ ვიბრძვით ტირანიის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა ტრამპის მხარდამჭერმა.

კაპიტოლიუმში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმაც, პონტიფიკოსის თქმით, აშშ-ის მსგავს დემოკრატიებშიც ხდება საზოგადოების მხრიდან ერთგვარი აფეთქებები, ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ მოვლენები შემაშფოთებელი იყო, თუმცა პროცესები ღიად და დაუფარავად წარიმართა, რაც შეერთებული შტატების დემოკრატიულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს.

"გაოცებული ვიყავი იმით, რაც მოხდა, ასეთი დემოკრატიული საზოგადოება მოულოდნელად ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა, მადლობა ღმერთს, რომ ეს იყო ღია და დაუფარავი პროცესები, მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ძალადობა მიუღებელია და აუცილებლად უნდა დავგმოთ," - განაცხადა რომის პაპმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას, რაც მოქმედი პრეზიდენტის გადაყენებას შესაძლებელს გახდის, დასაშვებად მიიჩნევს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას NBC News საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

დღის ამბები