20 სექტემბერი 2026,   14:04
ვრცლად
ტოჩინოშინმა წლის პირველ სუპერტურნირზე პირველივე ბრძოლა მოიგო

ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა პირველივე ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძემ ტამავაში დაამარცხა და პირველი გამარჯვება იზეიმა 2021 წელს. ბრძოლა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ტამავაშის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა ბოლო მომენტში მეტოქე შემოატრიალა და დოჰიოდან გადაიყვანა. მეორე საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, 35 წლის იაპონელს ტოჩინოშინი 9:7-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში.


დღის ამბები