მუხიანის სავაჭრო ცენტრ "ჩემპიონში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ღამის საათებში გაჩნდა.
ეს არის 2 სართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია როგორც მაღაზიები ასევე ოფისები. მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
"კურიერის" ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ღამით არავინ არ იმყოფებოდა, ადგილზე იყო მხოლოდ დაცვა, ისიც გარე პერიმეტრზე.
ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, რათა დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზი.მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაზღვევა არ აქვთ და ზარალი სავარაუდოდ დიდი იქნება. ისინი იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ბოლომდე დამწვარი არ არის.