"ამ ეტაპზე, არც ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში არ განიხილება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინების მისაღებად საჭირო ინვენტარიც მზადაა და მათი შესანახი მაცივრებიც.
ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა არცერთი, "სინოვაკი" და სინოფარმი" არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის "ფაიზერის" ვაქცინა, "აბსტრაზენეკა" და "მოდერნა", რომელიც ასევე, არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს.
ჩვენ ინფრასტრუქტურული მზაობა დღესაც რომ გვქონდეს, "ფაიზერის" ვაქცინა, სამ დიდ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა. პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არ ღირს ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შეძენა, 23 000 დოლარი ღირს დაახლოებით და დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.