19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ლოგიკურია ივანიშვილის გადაწყვეტილება, ახალ გუნდს გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობას.

თალაკვაძის შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, "ქართული ოცნება" მზად არის, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს.

"ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ პარტია "ქართული ოცნების" ყრილობას.

მანამდე პოლიტიკური საბჭოს სხდომა იქნება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ვფიქრობ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილი ლიდერობით "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ.

სრულიად ლოგიკურია მის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე. მინდა ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები