ზოოპარკის ვოლიერებში ცხოველების დახოცვას უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე არ ადასტურებს. მისი განცხადებით, ცხოველების მოკვლა მხოლოდ იძულებით შემთხვევაში ხდებოდა. ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა.
„ცხოველების ლიკვიდაცია მოხდა მხოლოდ იმ შემთხევვაში, როცა იძულება იყო. შესაბამისი სამსახურები იძულებული გახდნენ არსებული საფრთხიდან გამომდინარე მოეკლათ ისინი. ვოლიერებში ცხოველების დახოცვას არ ვადასტურებ“, - აცხადებს მინდია ჯანელიძე.