ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ირაკლი კობახიძის წარდგენა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე იყო ლოგიკური.
მაია ცქიტიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში განვითარებული დიდი ცვლილებებისთვის და მათ შორის, სიტყვის თავისუფლებისთვის.
"ირაკლი კობახიძის არჩევა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არის ბუნებრივი და გასაგები. ვიტყვი ამას, როგორც პოლიტსაბჭოს წევრი.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ირაკლის ამ პოზიციაზე არჩევა არის ბუნებრივი გაგრძელება იმ შიდაპარტიული ინსტიტუციური მოწყობის პროცესის, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს,"-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.