17 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით - გიგა ბოკერია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე

რას პასუხობს ოპოზიცია უმრავლესობის შეთავაზებას - "ოცნება" ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. პარტიები იმ საკითხებზე საუბრობენ, რასაც შეთანხმებისთვის აუცილებლად თვლიან.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა და ყველა სხვა ცვლილებების განხილვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდგომ არის შესაძლებელი. 

"ეს უტიფარი სისულელე უკვე მერამდენედ გვესმის, თითქოს რაღაც სიახლეა. ამ სისულელეს არავინ არ ჭამს. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი და ამ ყველაფრის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რისი პაკეტიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. 

"ახალი ელექტრონული სისტემა რომ უნდა შეიქმნას, ეს გარდაუვალია, ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია, თამაშის წესები რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არჩევნებისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ერთი უმთავრესი წინაპირობა, რომ ეს უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის და ამ თემაზე მოლაპარაკების შემდგომ მხოლოდ. სხვა ყველაფერი არის კონტექსტიდან ამოვარდნილი შეთავაზებები,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები