17 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
სერიოზული ეჭვებია რომ რადიკალური პოლიტიკური ძალები ჩარეული იყვნენ იმაში, რომ პარალელური დათვლის შედეგების არასწორი მონაცემები გამოქვეყნდა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შედეგები პოლიტიკური ძალების ჩარევით გაყალბდა.

"სერიოზული ეჭვებია როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვა, იმასთან დაკავშირებით, გარკვეული პოლიტიკური, მათ შორის, რადიკალური ძალები, ჩარეულები იყვნენ იმაში, რომ არასწორი მონაცემები გამოქვეყნდა ხმის პარალელური დათვლის შედეგები. წარმოიდგინეთ, რა პარადოქსის წინაშე დავდექით,"-განაცხადა მამუკა მდინარეძემ "დღის კურიერში".

ჟურნალისტის კითხვაზე, მოახდინეს თუ არა პოლიტიკურმა ძალებმა ზეწოლა "სამართლიან არჩევნებზე", მდინარაძემ განმარტა, რომ ეს, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესი ყოფილიყო კონკრეტული პირის.

"ეს ზეწოლა იყო, ლინკები, იყო თუ არა, პოლიტიკური ინტერესი კონკრეტული პირის, ვინც იკადრა და შედეგები გააყალბა, თუ შეცდომა იყო, ამაზე განცხადება არ გამიკეთებია. გეუბნებით იმას, რომ არსებობს რეალური ეჭვი, რომ იყო ჩარევა. რა ფორმით იყო, ეს არავინ იცის. ამას სჭირდება მასალა, რომ გამოძიება დაიწყოს. ეს უნდა მოხდეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით, რადგან ეს ორგანიზაციები აქედან ფინასდებიან დასავლური ფულით და შესაბამისად, მარტივად ამ თემას არ უნდა შევეხოთ, იმიჯი არ უნდა დავაზიანოთ არასამთავრობო ორგანიზაციების,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები