ვის უტოვებს პარტიას და ქვეყნის მართვას ბიძინა ივანიშვილი - შეძლებს თუ არა დატოვებული გუნდი ეფექტურ მუშაობას? თუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის ნელ-ნელა ხელისუფლების ცვლილებისთვის და ოპოზიციაში გადასვლისთვის მოემზადება.
ირაკლი კობახიძის ახალი თანამდებობის შესახებ დღეს ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა პარტია ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ჯერ არ ახმაურებს.
უცნობია, ვინ შედის ახალ პოლიტიკურ საბჭოში, რომლის შემადგენლობაც 15-დან 21-მდე იზრდება.