უსაფრთხოების დაცვის მიზნით მთაწმინდის პარკის მუშაობას დროზე ადრე წყვეტს. არსებული ინფორმაციით მთაწმინდაზე როგორც გასართობი პარკი ასევე არსებული რესტორანი 19 საათზე შეწყვეტს მუშაობას.
როგორც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს რესტორნის წარმომადგენელმა განუმარტა, გადაწყვეტილება თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის ფაქტს უკავშირდება. ადმინისტრაციის თქმით, ტერიტორიიდან 100 მეტრში ჩვენი ტერიტორიიდან სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლებელია ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები პარკშიც იყვნენ.