თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა აქცია გამართეს. ახალგაზრდები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის აღდგენასა და სწავლის საფასურის განახევრებას ითხოვენ.
"პროგრესის ცენტრმა" "ახალგაზრდა მწვანეებთან" ერთად პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა. ახალგაზრდების ამბობენ, რომ მათ ბევრმა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა მიმართა და უკვე 10 000 ხელმოწერაზე მეტი შეგროვდა.